Aa
Aa

რატომ შეცვალა სარიმ რონალდუ?

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ ახსნა თუ რატომ გაიყვანა კრიშტიანუ რონალდუ ნაადრევად. იტალიელმა სპეციალისტმა რონალდუ 81-ე წუთზე შეცვალა. კამერებმა დააფიქსირეს, რომ მოედნიდან გასვლისას კრიშტიანუ გაბრაზებული იყო.

გულშემატკივრების აზრით პორტუგალიელი სარის გადაწყვეტილებამ გააბრაზა, თუმცა „ბიანკონერის“ თავკაცის მიხედვით ყველაფერი სხვანაირადაა.

„კრიშტიანუ რონალდუ გაბრაზებული იმიტომ იყო, რომ თავს კარგად არ გრძნობდა. ბოლო რამდენიმე დღეა მას მუხლში დისკომფორტი აწუხებს, რის გამოც ბარძაყზე დიდი დატვირთვა მოდის და სწრაფად იღლება. რონალდუ ამაზე შესვენებაზეც ნერვიულობდა. მეორე ტაიმში კი მისი აჩქარებები არ მომეწონა. რონალდუ იმიტომ გავიყვანე, რომ შემეშინდა საკუთარი თავისთვის ზიანი არ მიეყენებინა“.

შეგახსენებთ, რომ „ბებერმა ქალბატონმა“ გამარჯვების გოლი რონალდუს გასვლის შემდეგ შეაგდო. 93-ე წუთზე რუსული გუნდის კარი ცვლილებაზე შესულმა დუგლას კოშტამ აიღო და „ბიანკონერის“ მერვედფინალის საგზური გაუნაღდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები