Marca: ვალვერდე სეზონის ბოლოს
Aa
Aa

Marca: ვალვერდე სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს

როგორც ჩანს, „ბარსელონას“ გულშემატკივრებს ოცნება აუსრულდებათ და ერნესტო ვალვერდე გუნდს დატოვებს, მაგრამ ეს არა ახლა, არამედ სეზონის ბოლოს მოხდება.

Marca-ს ინფორმაციით გუნდში ვალვერდე ნელ-ნელა ნდობას კარგავს. კლუბის ბორდში ბასკი სპეციალისტის მიმართ ყველაზე მეტად დადებითად განწყობილი წევრებიც კი მის შეცვლას განიხილავენ.

წყაროს თანახმად წასვლის მომხრე თავად ვალვერდეც არის. ის ბუნებრივია ხვდება, რომ მის მიმართ სიმპათია პრაქტიკულად არავის გააჩნია და ასეთ პირობებში ამ დონის გუნდში მუშაობა წარმოუდგენელია.

Mundo-ს ცნობით, „ბარსა“ ვალვერდეს შემცვლელზე უკვე მუშაობს და უმთავრეს კანდიდატად ამ მომენტისთვის კლუბის ლეგენდა რონალდ კუმანი ითვლება.

არის ასევე „აიაქსის“ თავკაცის ერიკ ტენ ჰაგისა და „რივერ პლეიტის“ არგენტინელი მწვრთნელის მარსელო გალიარდოს კანდიდატურებიც.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები