ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ბასილაშვილს თვენახევარი გაუცდება
Aa
Aa

ოპერაცია წარმატებით დასრულდა - ბასილაშვილს თვენახევარი გაუცდება

მსოფლიოს 26-ე ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა მარჯვენა ხელის იდაყვზე ოპერაცია გაიკეთა.

პროცედურამ წარმატებით ჩაიარა და ქართველი ჩოგბურთელი ამჟამად სარეაბილიტაციო პერიოდს იწყებს. კორტზე მისი დაბრუნება დაახლოებით თვენახევარში იგეგმება.

ნიკას ტკივილები მიმდინარე სეზონში ხშირად აწუხებდა, მეორე ნახევარში კი მისი გაძლება უფრო რთული გახდა.

საბოლოოდ, ბასილაშვილმა ოპერაცია გაიკეთა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა.

ალხადშექმნილ ATP CUP-ზე ბასილაშვილის თამაში გამორიცხული არ არის. ხსენებული ტურნირი 2020 წლის 3-12 იანვარს ავსტრალიაში ჩატარდება.

საქართველო პირველი ტურის ეგიდით, 4 იანვარს, ესპანეთის ნაკრებს შეხვდება, მეორე ტურში 6 იანვარს იაპონიას დაუპირისპირდება, ხოლო მე-3 ტურის მატჩს 8 იანვარს ჯერჯერობით უცნობ მეტოქესთან ჩაატარებს.

ATP Cup-ზე საქართველოს ღირსებას ნიკოლოზ ბასილაშვილთან ერთად ალექსანდრე მეტრეველი დაიცავს. მათ საშუალება ექნებათ, სარეიტინგო მდგომარეობა გაიუმჯობესონ - კონკრეტულ ჩოგბურთელს ტურნირზე მაქსიმუმ 750 ქულის აღება შეეძლება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები