„ჩელსის“ სამიზნეები  - ზაჰა, ჩილუელი და ვერნერი
Aa
Aa

„ჩელსის“ სამიზნეები - ზაჰა, ჩილუელი და ვერნერი

The Sun იტყობინება, რომ ლონდონის „ჩელსი“ ზამთარში სამი ფეხბურთელის გადაბირებაზე იქნება ორიენტირებული. ბრიტანული გამოცემა აქცენტს უილფრიდ ზაჰაზე, ბენ ჩილეულზე და ტიმო ვერნერზე აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ FIFA-მ „არისტოკრატებს“ ტრანსფერების განხორციელება 2020 წლის ზაფხულამდე აუკრძალა, თუმცა „სტემფორდ ბრიჯზე“ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. The Sun-ის ცნობით „ჩელსის“ წარმომადგენლებმა სასამართლოში ახალი სამხილები წარადგინეს და მიაჩნიათ, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ შეიცვლება. თანაც ლონდონელები თვლიან, რომ „სიტის“ პრეცენდენტი მათ წისქვილზე ასხამს წყალს.

„ჩელსი“ მაქსიმუმის გაკეთებას და დაახლოებით 150 მილიონი ფუნტის დახარჯვას გეგმავს.

ზაჰას დიდი ხანია „კრისტალ პალასის“ დატოვება სურს. „არწივები“ მის სანაცვლოდ საკმაოდ ბევრს, თითქმის 70 მილიონ ფუნტს ითხოვენ. „ლურჯებს“ ჩილეულის გადაბირებაც გაუჭირდებათ. ამ უკანასკნელის სანაცვლოდ „ლესტერს“ მინიმუმ 50 მილიონი ფუნტი სურს. დაბოლოს, ტიმო ვერნერის გამოსასყიდი თანხა დიდი ნამდვილად არაა, მაგრამ მას იმდენად ბევრი მსურველი ჰყავს, რომ "ჩელსისთვის" კონკურენტების დაჯაბნა იოლი ნამდვილად არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები