NBA - დაუმარცხებელი აღარავინაა - „გოლდენ სტეიტმა“ სენსაცია გამოაცხო
Aa
Aa

NBA - დაუმარცხებელი აღარავინაა - „გოლდენ სტეიტმა“ სენსაცია გამოაცხო

ფინიქსი - ფილადელფია 114 – 109

„ფინიქს სანსმა“ „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ ტრიუმფალურ სვლას წერტილი დაუსვა. არიზონელებმა აქამდე დაუმარცხებელ „ფილასთან“ ბოლომდე იბრძოლეს და მრისხანე მეტოქეს 5 ქულით - 114 – 109 სძლიეს.

„სანსის“ წარმატებაში ლომის წვლილი დევინ ბუკერმა შეიტანა, რომელმაც შეხვედრა 40 ქულით დაასრულა. ბუკერის გარდა რიკი რუბიო გამოირჩა. ესპანელმა უკანახაზელმა აქტივში 21 ქულა, 7 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. აარონ ბეინსმა გუნდს 15 ქულა შესძინა, ხოლო კელი უბრე ჯუნიორმა 14 ქულა მიითვალა.

„ფილადელფიას“ რიგებში 10 ქულიანი ნიშნული მხოლოდ სამმა კალათბურთელმა გადალახა. ჯოელ ემბიდის არყოფნაში „სევენთი სიქსერსს“ 32 ქულით ალ ჰორფორდმა ულიდერა. ტობაიას ჰერისი 24 ქულასა და 10 მოხსნას დასჯერდა. ფურკან კორკმაზმა კი 20 ქულა დააგროვა.

გოლდენ სტეიტი - პორტლენდი 127 – 118

დღის მთავარი სენსაცია „გოლდენ სტეიტმა“ შემოგვთავაზა. „მეომრებმა“ დეანჯელო რასელისა და დრეიმონდ გრინის გარეშე იასპარეზეს, თუმცა „პორტლენდი“ მაინც დაამარცხეს.

ლიდერების არყოფნაში „უორიორსს“ 23 წლის ერიკ პასკალმა ულიდერა. 2019 წლის დრაფტის მეორე რაუნდში არჩეულმა კალათბურთელმა აქტივში 34 ქულა და 13 მოხსნა ჩაიწერა. 22 წლის კაი ბოუმენი 19 ქულასა და 8 პასს დასჯერდა. სათადარიგოთა სკამიდან შესულმა დემიონ ლიმ 18 ქულა გაიფორმა.

 

„პორტლენდის“ რიგებში 39 ქულით დემიენ ლილარდი გამოირჩა. ჰასან უაითსაიდმა თავი ორმაგი დუბლით დაგვამახსოვრა - 22 ქულა, 11 მოხსნა. სი ჯეი მაკკოლუმი და ანფერნი სიმონსი კი 14-14 ქულას დასჯერდნენ.

სხვა მატჩების შედეგები

ვაშინგტონი - დეტროიტი 115 – 99

ბრუკლინი - ნიუ ორლეანი 135 – 125

მემფისი - ჰიუსტონი 100 – 107

მინესოტა - მილუოკი 106 – 134

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები