ვინ შეცვლის კოვაჩს? „ბაიერნმა“ 4 კანდიდატი შეარჩია
Aa
Aa

ვინ შეცვლის კოვაჩს? „ბაიერნმა“ 4 კანდიდატი შეარჩია

მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელები ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებენ. გუშინ „რეკორდმაისტერმა“ ნიკო კოვაჩი გაათავისუფლა და უცხოურ პრესაში ხორვატი სპეციალისტის შემცვლელზე საუბარი აქტიურად მიდის.

The Guardian აცხადებს, რომ გერმანულ გრანდს 4 კანდიდატი ჰყავს შერჩეული. რალფ რანგნიკი, არსენ ვენგერი, ერიკ ტენ ჰაგი და მასიმილიანო ალეგრი. ბრიტანული გამოცემა ფავორიტებსაც ასახელებს და იტყობინება, რომ „ბაიერნის“ ვაკანტური მთავარი მწვრთნელის პოსტის დაკავების ყველაზე დიდი შანსი არსენ ვენგერსა და რალფ რანგნიკს აქვთ.

რანგნიკი „რეკორდმაისტერში“ მუშაობით დაინტერესებულია და ზურგს ბუნდესლიგაში მუშაობის გამოცდილება უმაგრებს. მიუნხენელთა ხელმძღვანელები ვენგერის კანდიდატურასაც აქტიურად განიხილავენ. ისინი თვლიან, რომ ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას „ბაიერნის“ გულშემატკივრებს შორის კარგი გამოხმაურება მოჰყვება და თან ვენგერი გერმანულ ენაზე მშვენივრად საუბრობს.

აქვე გეტყვით, რომ "რეკორდმაისტერის" მესვეურებმა ნიკო კოვაჩს ბუნდესლიგის გასულ ტურში, „აინტრახტთან“ განადგურება არ აპატიეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები