უმძიმესი კადრები - სონმა ანდრე გომეშს ფეხი მოტეხა
Aa
Aa

უმძიმესი კადრები - სონმა ანდრე გომეშს ფეხი მოტეხა

პრემიერლიგის მე-11 ტურში „ევერტონმა“ „ტოტენჰემს“ უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა და ზედმეტად დრამატული გამოდგა.

მატჩში უმძიმესი კადრები ვიხილეთ, 79-ე წუთზე ჰონ მინ სონმა ანდრე გომეშს ფეხი მოტეხა.

სამხრეთ კორეელი ფეხბურთელი პორტუგალიელს მისდევდა, რა დროსაც ფეხებში ხისტი ვარდნა განახორციელა, შემდეგ რაც ვიხილეთ საკმაოდ მძიმე საყურებელი იყო.

სონი რა თქმა უნდა მოედნიდან გააძევეს. იმ მომენტისთვის „ტოტენჰემი“ დელე ალის გოლით 1:0-ს იგებდა.

მსაჯის მიერ დამატებული მე-7 წუთზე ჯენკ ტოსუნმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრას წერტილი დაუსვა.

მაურისიო პოჩეტინოს გუნდი სერიოზულ კრიზისშია. „დეზებმა“ ბოლო 4 ტურში მხოლოდ 2 ქულა აიღეს. „ტოტენჰემი“ 13 ქულით მე-11 პოზიციაზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები