Aa
Aa

"ჩელსის" ზედიზედ მე-5 გამარჯვება პრემიერლიგაში (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-11 ტურში „ჩელსიმ“ მორიგი სამი ქულა მოოიპოვა. ფრენკ ლამპარდის გუნდი ბოლოადგილოსან უოტფორდს ესტუმრა და 2:1 დაამარცხა.

„არისტოკრატები“ მე-5 წუთზე დაწინაურდნენ. ჟორჟინიოს ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ ანგარიში ტამი აბრაჰამმა გახსნა.

„ლურჯები“ თამაშს აკონტროლბდნენ, რამაც შედეგი მეორე ტაიმში გამოიღო და 55-ე წუთზე აბრაჰამის პასით კრისტიან პულიშიჩმა გაიტანა.

მე-80 წუთზე დეულოფეუს პენალტმა შეხვედრაში საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ლამპარდის გუნდი შესანიშნავ ფორმაშია, ლონდონელებმა პრემიერლიგაში უკვე მიჯრით 5 მატჩი მოიგეს და ოთხეულში ადგილი მყარად აქვთ დაბევებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები