კინგის ულამაზესი გოლი -
Aa
Aa

კინგის ულამაზესი გოლი - "ბონრმუთმა" "მანჩესტერი" დაამარცხა (ვიდეო)

პრემიერლიგის მე-11 ტურში „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ბორნმუთს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

შეხვედრის ერთადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს ჯოშუა კინგმა გაიტანა და ეს ძალიან ლამაზად გააკეთა.

ოლე გუნარ სულშერის გუნდი როგორც ჩანს კვლავ კრიზისშია და რამდენიმე მატჩის კარგად ჩატარება დროებითი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერმა" კვლავ პოგბას, მატიჩის გარეშე ითამაშა.

ამ გამარჯვების შემდეგ, „ალუბლებმა“ „წითელ ეშმაკებს“ სატურნირო ცხრილში გადაასწრეს და 16 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოებიან.

„მანკუნიანელები“ კი 13 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ. ტურის დასრულების შემდეგ, „იუნაიტედის“ კიდევ უფრო დავქეითება მოსალოდნელია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები