დიდი ამბები ფილადელფიაში - ემბიდი თაუნსის წინააღმდეგ
„ფილადელფიასა“ და „მინესოტას“ მატჩის მესამე მეოთხედში ჩხუბი ატყდა. ერთმანეთს ჯოელ ემბიდი და კარლ-ენტონი თაუნსი დაუპირისპირდნენ. ჯერჯერობით უცნობია ინციდენტი კონკრეტულად რამ გამოიწვია. ამერიკული პრესის მიხედვით კი პროვოკატორი „სიქსერსის“ ცენტრი გახლდათ.
ემბიდისა და თაუნსის გასაშველებლად პარკეტზე ორივე გუნდის წარმომადგენლები შევარდნენ. შეხლა-შემოხლა რამდენიმე წამს გაგრძელდა და ორივე კალათბურთელის გაძევებით დასრულდა. მსაჯების გადაწყვეტილების მიუხედავად, „ფილადელფიას“ ცენტრი მომხდარით კმაყოფილი გახლდათ.
ემბიდმა თაუნსთან „დაპირისპირება“ პარკეტს მიღმაც გააგრძელა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „შესანიშნავი გუნდური გამარჯვება!!! მე ლომების ირგვლივ გავიზარდე და ამ საღამოს კატა ჩამომეკიდა. ჯიმი ბატლერ მესამე გუნდის წევრობა მომენატრა... თაუნსის დედამ შუა თითი მიჩვენა. ეს სერიოზული ამბავია. #ბრძოლის ღამე. #მეძუკნაარვარ“.
როგორც მოგეხსენებათ კარლ-ენტონი თაუნსის მეტსახელი KAT გახლავთ. ემბიდმა კი სიტყვა “კატა” გამოიყენა, რომელიც ინგლისურად ასე ჟღერს - Cat. რაც შეეხება მესამე გუნდსა და ჯიმი ბატლერს. 2018 წლის ოქტომბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვარჯიშზე ბატლერმა „მინესოტას“ ძირითადი გუნდი „ტიმბერვულვზის“ მესამე გუნდის კალათბურთელებთან ერთად დაამარცხა.
კარლ-ენტონი თაუნსი ემბიდს ვალში არც პარკეტს მიღმა დარჩენია და „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დამცინავი პოსტი გამოაქვეყნა, რომელსაც თან ჩხუბისა და აცრემლებული ჯოელის ამსახველი ფოტოები დაურთო.
„მე ძუკნა არ ვარ“.
„ლომების ირგვლივ გავიზარდე“.
I aIN’t nO BiTcH
— Karl-Anthony Towns (@KarlTowns) October 31, 2019
RaiSeD ARoUnD LiOnS
????????????????????????
????????????????????????#BitchTalk pic.twitter.com/5ujFmRXh9Q