Aa
Aa

რონალდუ: "ბოლომდე ბრძოლა იუვენტუსის დევიზია"

ტურინის „იუვენტუსმა“ „ჯენოასთან“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. „ბებერ ქალბატონს“ გენუელთა დამარცხება ძალიან გაუჭირდა. 51-ე წუთის შემდეგ, ტიაგო მოტას გუნდი კაცნაკლული ასპარეზობდა, მაგრამ „ბიანკონერიმ“ „ჯენოას“ კარის აღება 96-ე წუთამდე მაინც ვერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ 92-ე წუთზე VAR-მა კრიშტიანუ რონალდუს გოლი გააუქმა. რამდენიმე წამის შემდეგ კი მსაჯმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო და გენუელთა კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დანიშნა.

პენალტის შესრულება საკუთარ თავზე „იუვეს“ პორტუგალიელმა სუპერვარსკლავმა აიღო. რონალდუმ უშეცდომოდ დაარტყა და თავის გუნდს სამი ქულა მოუტანა. „ჯენოასთან“ ჯახის შემდეგ კრიშტიანუ ადგილობრივ პრესას ესაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. კარგად ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ საკმაოდ რთული მატჩი ჩავატარეთ, თუმცა ჩვენ იუვენტუსი ვართ და ბოლომდე ბრძოლა ჩვენი დევიზია“.

„სამი ქულით გახარებულები ვართ. ბევრი მომენტი შევქმენით და ვფიქრობ გამარჯვებას ვიმსახურებდით. თანაც ინტერის პირველ ადგილზე გადასვლამ დამატებითი სტიმული მოგვცა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები