პსჟ ფეხბურთელების გასაყიდად ემზადება - თადარიგში ყოფნა ყველას არ ხიბლავს
Aa
Aa

პსჟ ფეხბურთელების გასაყიდად ემზადება - თადარიგში ყოფნა ყველას არ ხიბლავს

პსჟ-ში წმენდის დრო მოდის. ტომას ტუხელის გუნდში უამრავი მაღალი დონის მოთამაშეა და მათ შორის ასევე ბევრს თამაში არ უწევს.

კლუბი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას აქტიურობას გეგმავს და რამდენიმე მოთამაშის გასხვისებაზე თანახმაა.

იულიან დრაქსლერი, ტილო კერერი, ლაუვინ კურზავა და ედინსონ კავანი - მათი პარიზული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ტუხელს გუნდში ნეიმარი, მბაპე, იკარდი და დი მარია ჰყავს, მათ გარდა თადარიგში სარაბია და ჩუპო მოტინგი იმყოფებიან, რომლებიც ცვლილებაზე თამაშის წინააღმდეგნი არ არიან.

ზემოხსენებული 4 მოთამაშე კი თადარიგში ჯდომას არ გეგმავს და ახალი გუნდის ძიებაშია.

სეზონის ბოლოს პსჟ იკარდის გამოსყიდვას გეგმავს, რაც გუნდიდან კავანის წასვლას ნიშნავს. ურუგვაელს მსურველები არ აკლია. „ედის“ შეძენის სურვილს „ატლეტიკო“ და სერია ა-ს რამდენიმე გუნდი ერთდროულად გამოთქვამს.

რაც შეეხება დრაქსლერს, კურზავასა და კერერს, მათ შესახებ კონკრეტული ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები