ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "დარწმუნებული ვარ ერთ დღეს რაული რეალის მთავარი მწვრთნელი გახდება“

მადრიდის „რეალის“ მოქმედ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს სჯერა, რომ „სამეფო კლუბის“ ლეგენდა, რაული ერთ დღეს „ბლანკოსის“ თავკაცის პოსტს ჩაიბარებს.

2019-20 წლების სეზონის სტარტზე რაული „რეალის“ სარეზერვო გუნდის, „კასტილიას“ დამრიგებლად დაინიშნა და ჯერჯერობით წარმატებულად მუშაობს. თუ რაული მადრიდელთა ძირითადი გუნდის მთავარი მწვრთნელი გახდება, იგი ზუსტად იგივე გზას გაივლის, რაც თავის დროზე „ზიზუმ“ გაიარა.

რაც შეეხება ზიდანის კომენტარს, „ბლანკოსის“ ამჟამინდელმა თავკაცმა რაულის შესახებ Goal-თან ისაუბრა და განაცხადა: „მასთან ერთად ვთამაშობდი და შემიძლია გითხრათ, რომ რაული ამ დიადი კლუბის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი გახლდათ“.

„დარწმუნებული ვარ ერთ დღეს ის რეალის მთავარი მწვრთნელი გახდება“.

აქვე გეტყვით, რომ „სამეფო კლუბის“ ყოფილმა დამრიგებელმა, ხორხე ვალდანომ თავის სვეტში, რომელიც გაზეთ „ელ პაისში“ ქვეყნდება, რაული შეაქო და მას „ლოს ბლანკოსის“ მომავალი დაუკავშირა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები