ფიგუ 2002 წელს
Aa
Aa

ფიგუ 2002 წელს "კამპ ნოუზე" გამართულ "ელ კლასიკოზე": "ის შეხვედრა ძალიან წამადგა"

კატალონიის „ბარსელონასა“ და მადრიდის „რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ 2002 წელს „კამპ ნოუზე“ გამართული „ელ კლასიკო“ გაიხსენა და განაცხადა, რომ იმ მატჩმა მის წისქვილზე დაასხა წყალი, რადგან მაშინ „კოკა კოლა“ მისი სპონსორი გახლდათ.

„იმ შეხვედრაში ჩემი მოვალეობა კუთხურების ჩაწოდება იყო და მაქსიმალურად კონცენტრირებული ვიყავი, რადგან მინდოდა მწვრთნელის დავალება ხუთიანზე შემესრულებინა. თუმცა იყო მომენტები, როცა კუთხურის ჩაწოდება უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ, რადგან ტრიბუნებიდან სხვადასხვა საგნებს ისროდნენ“.

„მახსოვს ეს ყველაფერი ძალიან წამადგა. მაშინ კოკა-კოლა ჩემი ერთ-ერთი სპონსორი გახლდათ და ტრიბუნებიდან კოკა-კოლას ბოთლიც მესროლეს, რომელიც ბალახზე იგდო. ეს ბოთლი ავიღე და ისე მოვიქეცი, თითქოს კოკა-კოლას რეკლამაში ვმონაწილეობდი“.

 

„ელ კლასიკოს მეორე დღეს გაზეთებში აღმოვაჩინე, რომ ვისკის ბოთლები და ღორის თავიც ისროლეს. ცოტ-ცოტა ყველაფერი იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები