Aa
Aa

Daily Mail - "მანჩესტერ იუნაიტედმა" შესაძლოა სმოლინგის "რომაში" ტრანსფერი დაბლოკოს

ბრიტანული Daily Mirror-ის ცნობით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“, შესაძლოა, კრის სმოლინგის „რომაში“ ტრანსფერი დაბლოკოს. „წითელი ეშმაკები“ თავიანთ საკუთრებაში მყოფი მცველის გარშემო მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აკვირდებიან და გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ.

29 წლის ტანმაღალი უკანახაზელი „ჯალოროსის“ მშვენივრად შეეწყო და კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრად იქცა. იტალიური მედიის თქმით, სერია A-ს მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი საჰაერო ორთაბრძოლა სწორედ სმოლინგს აქვს მოგებული.

დაიწერა ისიც, რომ „რომა“ ფეხბურთელის გამოსყიდვაზე უკვე ფიქრობს და „იუნაიტედთან“ მოლაპარაკებების დასაწყებად ემზადება. არადა, რომაელებს საამისოდ დრო ზაფხულამდე აქვთ.

კრის სმოლინგი “გლადიატორებს“ აგვისტოს ბოლოს, იჯარის წესით, შეუერთდა, რისთვისაც „რომამ“ 2.7 მილიონი ევრო გადაიხადა, ფეხბურთელის გამოსყიდვა კი დაახლოებით 20 მილიონ ევროდ შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები