Aa
Aa

აზარი: "მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას ვიცავ"

მადრიდის "რეალის" ოფიციალურმა ტელეარხმა ედენ აზარის შესახებ დოკუმენტური ფილმი მოამზადა, რომელშიც ბელგიელი თავის ბავშვობაზე "ლილში" და "ჩელსიში" გატარებულ წლებზე, "სამეფო კლუბზე", თავის კუმირზე და "ბლანკოსის" ამბიციებზე საუბრობს.

"მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რეალში გადასვლა მინდოდა, მაგრამ ტრანსფერის გაჩარხვა გამორიცხული იყო და ჩელსიში კიდევ ერთი წლით დავრჩი. ამ გადაწყვეტილებამ სტემფორდ ბრიჯის დატოვება გამიადვილა. ჩელსიში გამიგეს და მოგვიანებით კარიერის სხვა გუნდში გაგრძელების საშუალება მომცეს".

"მადრიდში წასვლამდე ფლორენტინო პერესს ვესაუბრე და მან მითხრა, რომ მე მელოდებოდა. შემდეგ ლუკა მოდრიჩს ველაპარაკე და ვიგრძენი, რომ რეალში ყველას სურდა სანტიაგო ბერნაბეუზე გადავსულიყავი".

"რეალში" გადასვლასთან ერთად აზარმა კიდევ ერთი ოცნება აიხდინა. ბელგიელს მისი კუმირი, ზინედინ ზიდანი წვრთნის.

"მნიშვნელობა არ აქვს რეალს ქომაგობთ თუ არა. თუ ფეხბურთი ნამდვილად გიყვართ, გამორიცხულია ზიდანი არ გიყვარდეთ. ბავშვობაში ვთვლიდი, რომ ზიზუ საუკეთესო იყო. ახლა კი მისგან გაკვეთილებს ვიღებ, რაც ძალიან მახარებს. ზიდანი პირდაპირი ადამიანია. მან იცის ფეხბურთელს რა სჭირდება და მაშინ საუბრობს, როცა ამის საჭიროებაა".

აზარმა და კომპანიამ სეზონი არც თუ ისე კარგად დაიწყეს, თუმცა 28 წლის სუპერვარსკლავი იმედიანადაა განწყობილი და სჯერა, რომ "რეალი" სეზონს ტრიუმფალურ ნოტაზე დაასრულებს.

"ჩვენ ყველა ტიტულის დასაკუთრებას შევეცდებით. ვიცი, რომ ჩემპიონთა ყველაზე მნიშვნელოვანია და აქ სწორედ ამ ტურნირის მოსაგებად ვარ. მე მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ღირსებას ვიცავ და წარმატებისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები