„სულელი და კიდევ უფრო სულელი“ - როი კინი ჩვეულ სტიქიაშია
Aa
Aa

„სულელი და კიდევ უფრო სულელი“ - როი კინი ჩვეულ სტიქიაშია

ლეგენდარული როი კინი პრემიერ ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელებს ხშირად აკრიტიკებს. ირლანდიელს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების არ ეშინია და განსაკუთრებული სტილი აქვს.

კინის კრიტიკის ობიექტები ამჯერად „ტოტენჰემის“ ფულბექები, სერჟ ორიე და დენი როუზი გახდნენ. როიმ „დეზების“ უკანახაზელების შესახებ „ლივერპულისა“ და „ტოტენჰემის“ მატჩის შემდეგ Sky Sports-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და განაცხადა: „ტოტენჰემის განაპირა მცველებმა კატასტროფულად იასპარეზეს. მე მათ სულელს და კიდევ უფრო სულელს ვუწოდებდი“.

„მათი გამოსვლა ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ისინი ლივერპულის განაპირა მცველებს, რომლებმაც ფანტასტიკურად ითამაშეს ბევრით ჩამორჩნენ. ეს განსაკუთრებით შეტევაში ჩართვას ეხება“.

„ნათელია, რომ მერსისაიდელთა განაპირა უკანახაზელებს დაცვაში რაღაც ასპექტებში მოსამატებელი აქვთ, მაგრამ შეტევაში ისინი ფანტასტიკურად ერთვებიან“.

შეგახსენებთ, რომ ამ უქმეებზე „ლივერპულმა“ „ტოტენჰემი“ 2-1 დაამარცხა, არადა პირველი გოლი „დეზებმა“ გაიტანეს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები