Aa
Aa

"იუვენტუსის" გრანდიოზული გეგმა - როგორ აპირებენ ტურინელები მბაპეს შეძენას

იტალიური ტუტოსპორტის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი“ სენსაციურ ტრანსფერს ამზადებს.

წყაროს ცნობით, „ბებერი ქალბატონი“ ზაფხულში პსჟ-დან კილიან მბაპეს შეძენას შეეცდება.

გამოსასყიდი თანხის, ხელფასისა და ყველა წვრილმანის გათვალისწინებით „იუვეს“ ეს ტრანსფერი 380 მილიონი ევრო დაუჯდება.

საუბარია გარიგებაში პაულო დიბალას ჩართვაზეც, რომელიც ტურინის დატოვების ნომერ პირველ კანდიდატად ითვლება.

კრიშტიანუ რონალდუს შეძენით „იუვენტუსმა“ სატრანსფერო პოლიტიკა შეცვალა და ახალ დონეზე გადავიდა.

როგორც ჩანს, „ბებერ ქალბატონს“ დიდი სამომავლო გეგმები აქვს და საამისოდ ფინანსური შესაძლებლობებიც გააჩნია.

„იუვენტუსს“ მბაპეს გადასაბირებლად ბრძოლაში „რეალისა“ და „ბარსელონას“ დამარცხება მოუწევს, რაც ადვილი არ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები