AS -
Aa
Aa

AS - "ბარსელონა" ლაუტარო მარტინესს აქტიურად აკვირდება!

გავლენიანი ესპანური გამოცემა, AS იტყობინება, რომ „ბარსელონა“ ლაუტარო მარტინესს უფრო აქტიურად აკვირდება. „ბლაუგრანას“ მესვეურების აზრით არგენტინელი თავდამსხმელი გაისად ლუის სუარესს იდეალურად შეცვლის. იმ შემთხვევაში, თუ ურუგვაელი „კამპ ნოუზე“ დარჩენას გადაწყვეტს, „ბარსა“ პოზიციას მაინც არ შეიცვლის და მარტინესის გადაბირებაზე იქნება ორიენტირებული.

„ბლაუგრანას“ სკაუტებმა ლაუტაროს თამაში წლეულს რამდენჯერმე იხილეს და AS-ს თუ დავუჯერებთ არგენტინელი მათ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. მარტინესი ფიზიკურად ძლიერია, ყოველთვის ბოლომდე იბრძვის, გოლის გატანის ალღო აქვს და ზონებს კარგად ათავისუფლებს.

„ბარსელონა“ ჯერჯერობით დაკვირვებით შემოიფარგლება, თუმცა როგორც სჩვევია ხოლმე, ფეხბურთელის გარემოცვას უკვე დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ ინტერესი რეალურია.

AS-ს ცნობით „ბარსელონას“ წარმომადგენლები მარტინესის თამაშით „ინტერისა“ და „ბარსას“ მატჩისასაც მოიხიბლნენ. ჩემპიონთა ლიგის შეხვედრის შემდეგ „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელები მისი თამაშის სანახავადაც გაემგზავრნენ.

არგენტინელი თავდამსხმელი ერთადერთი არაა, ვისაც კატალონიელები აქტიურად აკვირდებიან, თუმცა იგი ყველა სხვა ფეხბურთელზე წინ დგას.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები