Aa
Aa

ოპტიმიზმი "სტემფორდ ბრიჯზე" და "ჩელსის" ორი სამიზნე

„ნისლიან ალბიონზე“ გავრცელებული ინფორმაციით „ჩელსიში“ სჯერათ, რომ უახლოეს მომავალში სატრანსფერო დისკვალიფიკაცია გაუქმდება და ზამთარში სასურველ ფეხბურთელებს შეიძენენ.

FIFA-მ „არისტოკრატებს“ ტრანსფერების განხორციელება 2020 წლის ზაფხულამდე აუკრძალა, თუმცა „სტემფორდ ბრიჯზე“ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. The Sun-ის ცნობით „ჩელსის“ წარმომადგენლებმა სასამართლოში ახალი სამხილები წარადგინეს და მიაჩნიათ, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ შეიცვლება. თანაც ლონდონელები თვლიან, რომ „სიტის“ პრეცენდენტი მათ წისქვილზე ასხამს წყალს.

ბრიტანული გამოცემის ცნობით „ჩელსი“ ორ ფეხბურთელს უმიზნებს. „არისტოკრატების“ მთავარ მწვრთნელს, ფრენკ ლამპარდს მაღალი დონის ცენტრფორვარდის გადაბირება სურს, რომელიც ტამი აბრაჰამს დაეხმარება.

The Sun-ის მიხედვით “ლურჯები“ კალუმ უილსონისა და ტიმო ვერნერის შეძენას გეგმავენ. „არისტოკრატები“ „ბორნმუთის“ თავდამსხმელის საკუთარ რიგებში ხილვით ადრეც ინტერესდებოდნენ. უილსონის ტრანსფერის გაჩარხვა ლონდონელთა ექს-თავკაცს, მაურიციო სარის სურდა.

„ჩელსი“ ვილიანის შემცვლელსაც ეძებს, თუმცა ფრენკ ლამპარდი მასშტაბური რეფორმების გატარებას არ აპირებს და მხოლოდ იმ პოზიციების გაძლიერებას გეგმავს, რომელზეც „არისტოკრატებს“ სერიოზული პრობლემები აქვთ.

„ლურჯების“ ხელმძღვანელობა კარგი სტარტის შემდეგ „სუპერ ფრენკს“ მხარს უჭერს და მზადაა ინგლისელ სპეციალისტს სასურველი ტრანსფერებისთვის დიდი თანხა გამოუყოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები