Aa
Aa

ვან პერსი: "ასეთი გოლი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გაგაქვს"

„მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „არსენალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რობინ ვან პერსიმ ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი შეაქო. „ლივერპულის“ მოთამაშემ „გენკთან“ დაპირისპირებაში დუბლი გაიფორმა და ორივე გოლი საკმაოდ ლამაზი გამოუვიდა.

ვან პერსიზე შთაბეჭდილება ოქსლეიდ-ჩემბერლენის მეორე გოლმა მოახდინა და ჰოლანდიელმა BT Sport-თან საუბრისას განაცხადა: „ლივერპულის მეორე გოლი საოცრება იყო. ოქსლეიდ-ჩემბერლენის ადგილას 10-დან რვა ფეხბურთელს კარში დარტყმა აზრადაც არ მოუვიდოდა, ხოლო იმ ორიდან ერთი ყველაფერს იდეალურად ვერ შეასრულებდა“.

„ალექსის წარმატებული გამოსვლით გახარებული ვარ. მასთან ერთად არსენალში ვთამაშობდი და ვიცი რა შეუძლია. ოქსლეიდ-ჩემბერლენს მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბების პოტენციალი აქვს. თუ მან ასეთი ბურთების შეგდება გააგრძელა, ერთ-ერთი საუკეთესო გახდება. ასეთი გოლი ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გაგაქვს“.

ვან პერსის განცხადების მიუხედავად, „მერსისაიდელთა“ თავკაცი, იურგენ კლოპი თვლის, რომ ოქსლეიდ-ჩემბერლენს მომატება და უკეთ თამაში შეუძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები