რანგნიკი ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' მოლაპარაკებისთვის მზადაა
Aa
Aa

რანგნიკი ''მანჩესტერ იუნაიტედთან'' მოლაპარაკებისთვის მზადაა

საფეხბურთო კლუბ ''მანჩესტერ იუნაიტედის'' სპორტულ დირექტორად შესაძლოა 61 წლის რალფ რანგნიკი დაინიშნოს. გერმანელი სპეციალისტი Guardian-თან საუბარში აღნიშნავს, რომ ''წითელი ეშმაკების'' მმართველებმა მწვრთნელთა ხშირი ცვლილებებით შეცდომები დაუშვეს.

მიმდინარე წელს რანგნიკი ''ლაიფციგში'' დაბრუნდა და კლუბის სპორტულ დირექტორად დაინიშნა, თუმცა მზადაა ნებისმიერი კლუბის წინადადება განიხილოს.

''მანჩესტერ იუნაიტედის'' სპორტული დირექტორის პოსტი ვაკანტურია. ბრიტანული მედიის ცნობით მთავარი კანდიდატი გერმანელი სპეციალისტია.

რანგნიკი:''ბედნიერი ვარ, სადაც ვარ, თუმცა ჩემით დაინტერესებულ კლუბთან მიმართებაში საკითხი ასე დგას:''შეიძლება მე აღმოვჩნდე ის, ვინც მთელი კლუბის განვითარებაზე გავლენას მოახდენს?'' სხვა შემთხვევაში მიიღებ იმის ნახევარს ვიდრე შესაძლებელია, რის შემდეგაც თუ შეგიძლია, რომ პატივისცემითა და ნდობით იმუშავო, წარმატების უფრო მეტი შანსი გაქვს.

რთულია სერ ალექს ფერგიუსონის გზას გაყვე, ის ხომ მთავარი მწვრთნელის პოსტზე დიდი ხანი მუშაობდა და ძალიან წარმატებული იყო. ფერგიუსონის წასვლის შემდეგ წარმატებული პერიოდის გაგრძელება კიდევ უფრო რთულია, როცა მწვრთნელები ხშირად იცვლებიან. ყოველი სამწვრთნელო გადაადგილება რეალური ცვლილებაა, რაც კლუბის განვითარების პროცესზე აისახება.

შეგიძლიათ ნახოთ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რამდენს შეადგენდა ''მანჩესტერ იუნაიტედის'' ბიუჯეტი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია თქვათ, რომ კლუბმა ვერ აჩვენა ის შედეგი, რასაც ელოდნენ და რისთვისაც კლუბს უნდა მიეღწია.''

1999 წლიდან მოყოლებული რალფ რანგნიკი ''შტუტგარტის,'' ''ჰანოვერის,'' ''შალკეს,'' ''ჰოფენჰაიმისა'' და ''ლაიფციგის'' მთავარი მწვრთნელი იყო.

ამჟამად ''მანჩესტერ იუნაიტედში'' ნორვეგიელი ოლე გუნარ სოლსკიაერი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მოხსნის საშიშროების წინაშეა, რადგან კლუბი წარუმატებლად ასპარეზობს. სკანდინავიელის შეცვლის ერთ-ერთი კანდიდატი მასიმილიანო ალეგრია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები