Aa
Aa

Il Giornale: მანჯუკიჩი "მილანს" შეუთანხმდა

მილანური გამოცემა Il Giornale-ს ცნობით, მარიო მანჯუკიჩი „მილანს“ კონტრაქტის პირად დეტალებზე შეუთანხმდა და მზადაა, კარიერა ლომბარდიის მთავარ ქალაქში გააგრძელოს.

როგორც წყარო გვამცნობს, ხორვატი „ინტერსაც“ ელაპარაკებოდა, თუმცა მისი „ნერაძურიში“ გაშვება თავად „იუვენტუსმა“ იუარა, საბოლოო არჩევანი კი სწორედ „მილანზე“ შეჩერდა. არადა, „მანჯუს“ „მანჩესტერ იუნაიტედი“ და რამდენიმე ყატარული კლუბიც ეპატიჟება.

სავარაუდოდ, გარიგება იანვარში ან მომავალ ზაფხულს შედგება, თუმცა თავად ფეხბურთელი ინტერესებში ტურინის მაქსიმალურად მოკლე დროში დატოვებაა, რადგან მაურიციო სარი მასზე აქცენტს საერთოდ არ აკეთებს. 33 წლის ხორვატს მიმდინარე სეზონში ერთ მატჩშიც კი არ უთამაშია.

ტრანსფერის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ზვონიმირ ბობანის სახელს უკავშირდება, რომელიც ხორვატიის ნაკრებში მუშაობდა და მანჯუკიჩს კარგად იცნობს.

„როსონერი“ შეტევის გაძლიერებაზე აქედანვე დაფიქრდა, რამეთუ კლუბმა სერია A-ს საწყის 7 ტურში მხოლოდ 6 გოლი გაიტანა, რაც ჩემპიონატში მხოლოდ ორი გუნდის მაჩვენებელზე უკეთესია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები