Aa
Aa

კოლაროვი "რომაში" 2021 წლამდე?

იტალიური „რომას“ სერბი განაპირა მცველი, ალექსანდრ კოლაროვი კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს.

Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტი „ჯალოროსის“ სპორტულ დირექტორ ჯანლუკა პეტრაკის უკვე ესაუბრა და მას შესაბამისი პირობები გააცნო.

GDS-ის გავლენიანი ჟურნალისტის, ნიკო შირას თქმით, საუბარი სწრაფი ტემპით პროგრესირებს და მხარეები სულ მალე ხელშეკრულების კიდევ ერთი წლით გახანგრძლივების შესახებ გამოაცხადებენ. 33 წლის სერბს რომაელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს, ახალი ხელშეკრულება კი 2021 წლის ზაფხულამდე იქნება გათვლილი.

კოლაროვმა ახალი სეზონი მშვენივრად დაიწყო და უშუალო მოვალეობის სათანადოდ შესრულების გარდა, გუნდს შეტევაშიც დიდ დახმარებას უწევს. ბალკანელმა ვარსკვლავმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში 3 გოლი და 1 ასისტი მიითვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები