Aa
Aa

"ელ კლასიკო" გადაიდო - საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებენ

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ კატალონიაში განვითარებული მოვლენების გამო, 26 ოქტომბერს გასამართი „ელ კლასიკოს“ გადადება გადაწყვიტა. როგორც მოგეხსენებათ კატალონიაში სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რეგიონში რამდენიმე დღეა აქციები მიმდინარეობს და სამართალდამცველებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკებებმა რეგულარული სახე მიიღო. ამასთან ერთად „ელ კლასიკოს“ დღეს, 26 ოქტომბერს მასშტაბური დემონსტრაცია იგეგმება და ლა ლიგა სწორედ ამიტომ ფრთხილობს.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს მიიღებს. უცხოური პრესის მიხედვით არჩევანი 7-სა და 18 დეკემბერს შორის გაკეთდება.

ლა ლიგა „რეალისა“ და „ბარსას“ ჯახის 18 დეკემბერს გამართვის წინააღმდეგია, რადგან „ელ კლასიკოს“ შუა კვირაში ჩატარების პერსპექტივა დიდად არ ხიბლავს. ხოლო თუ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის გამართვის თარიღად 7 დეკემბერი დამტკიცდება, მე-16 ტურში ცვლილებების შეტანა გახდება საჭირო. ამ დღეს წესითა და რიგით "ბარსელონა" "მალიორკას" უნდა დაუპირისპირდეს, ხოლო "რეალი" - "ესპანიოლს". თუმცა თუ 7-ში "ელ კლასიკო" ვიხილეთ ეს შეხვედრები გადაიდება.

აღსანიშნავია, რომ "ელ კლასიკოს" 7 დეკემბერს გამართვის მინუსი ისიც გახლავთ, რომ გუნდებს 9 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე მნიშვნელოვანი მატჩები ელით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები