Aa
Aa

ზიდანი და პოგბა დუბაიში ერთმანეთს შეხვდნენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ სუპერვარსკლავი, პოლ პოგბა დუბაიში „რეალის“ მთავარ მწვრთნელს, ზინედინ ზიდანს შეხვდა. „წითელი ეშმაკების“ ნახევარმცველი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში სარეაბილიტაციო კურსს გადის. რაც შეეხება „სამეფო კლუბის“ თავკაცს, „ზიზუ“ ერთ-ერთ კონფერენციაზე გახლდათ მიწვეული.

ბრიტანულ გამოცემა The Mirror-ს ზიდანისა და პოგბას შეხვედრა არ გამოჰპარვია და მოგვიანებით მათი შეხვედრის ამსახველი ფოტოსურათიც გაავრცელა.

„ნისლიან ალბიონზე“ ხსენებულ შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ადგილობრივ პრესაში ახალი სატრანსფერი სპეკულაციები დაიწყო, რომელთა მიხედვითაც პოგბას მადრიდში წასვლას უწინასწარმეტყველებენ.

ზაფხულში იწერებოდა, რომ „ზიზუს“ მთავარი სამიზნე სწორედ „მანჩესტერის“ ლიდერი გახლდათ, მაგრამ ფრანგმა სპეციალისტმა ფლორენტინო პერესის დარწმუნება ვერ მოახერხა. „რეალის“ პრეზიდენტი უპირატესობას კრისტიან ერიქსენის ტრანსფერს ანიჭებდა, რადგან თვლიდა, რომ დანიელის სანაცვლოდ უფრო ნაკლების გადახდა მოუწევდა.

The Mirror-ის ცნობით „იუნაიტედში“ შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, პოგბა „ოლდ ტრაფორდის“ დატოვებას 2020 წლის ზაფხულშიც შეეცდება და დიდი შანსია კარიერა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გააგრძელოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები