Aa
Aa

რივალდო ანსუ ფატის აქებს: "მას ტოპ კლასის ფეხბურთელად ჩამოსაყალიბებლად ყველაფერი აქვს"

კატალონიის „ბარსელონას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, რივალდომ „ბლაუგრანას“ ამომავალი ვარსკლავი, ანსუ ფატი შეაქო. გვინეა-ბისაუელმა შემტევმა რამდენიმე დღის წინ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო და 21-წლამდელთა ნაკრებშიც გამოიძახეს.

„ბარსას“ ფეხბურთელს პორტუგალიის სახელით გამოსვლის შანსიც ჰქონდა, თუმცა „ფურია როხას“ რიგებში თამაში აირჩია და რივალდო დარწმუნებულია, რომ ფატის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ევრო 2020-ზე, ესპანეთის ეროვნულ გუნდში ითამაშოს.

„ცოტა ხნის წინ ანსუ ფატი 21-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს, რაც ჩემი აზრით როგორც მისთვის, ასევე კლუბისთვის სასიამოვნო სიახლეა. მას ტოპ კლასის ფეხბურთელად ჩამოსაყალიბებლად ყველაფერი აქვს. მან მუშაობა უნდა გააგრძელოს და მომავალში თავის გამოჩენის უფრო მეტ შანსს მიიღებს“.

„თუ ფატიმ ბარსელონაში წარმატებით თამაში გააგრძელა, არ გამოვრიცხავ, რომ იგი ევრო 2020-ზე ესპანეთის ნაკრებში ვიხილოთ. ფურია როხაში თაობათა ცვლა მიმდინარეობს და ფატი ის ფეხბურთელია, რომელსაც გუნდის დახმარება შეუძლია“.

„მოკლედ ყველაფერი წლევანდელ და მომდევნო სეზონზეა დამოკიდებული. თუ ფატი ბარსელონაში და ესპანეთის ასაკობრივ ნაკრებში თავს გამოიჩენს, ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსი ექნება. ანსუ ხელსაყრელ მომენტებს უნდა დაელოდოს და ისინი მაქსიმალურად გამოიყენოს. დარწმუნებული ვარ მას ამისთვის საჭირო ტალანტი აქვს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები