Aa
Aa
16 ოქტომბერი 2019  |  10:03

ესპანეთმა "ევრო 2020"-ზე თამაში 2 ტურით ადრე გაინაღდა

ესპანეთის ნაკრებმა „ევრო 2020“-ის ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება ოფიციალურად მოიპოვა. რობერტ მორენოს შეგირდებმა შვედეთთან მიღწეული ფრით ევროპირველობაზე თამაში შესარჩევი ციკლის დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდეს.

შვედეთთან სტუმრად გამართული შეხვედრისას როდრიგო მორენომ პირენეელებს ქულა 92-ე წუთზე გატანილი გოლით მოუტანა. იქამდე სკანდინავიელები ბერგის გოლით 1:0-ს იგებდნენ.

შემდეგ ტურში „ფურია როხას“ კონკურენტები - რუმინეთი და შვედეთი ერთმანეთს ხვდებიან და რადგან ერთ-ერთი მათგანი ქულებს აუცილებლად დაკარგავს, ესპანელთა მესამე ადგილზე ჩანაცვლების შანსი თეორიულადაც აღარ არსებობს.

ესპანეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მე-11-ედ ითამაშებს, გუნდს საუკეთესო შედეგი 3-ჯერ - 1964; 2008 და 2012 წლებში ჰქონდა, როცა ევროპირველობის გამარჯვებული გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები