Aa
Aa

"ელ კლასიკოს" წინ - ესპანეთის სასამართლომ კატალონიელ პოლიტიკოსებს პატიმრობა მიუსაჯა!

ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ, 9 კატალონიელ პოლიტიკოსს 9-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხსენებული პიროვნებები დაკავებულნი არიან 2017 წლის რეფერენდუმში ჩართულობის გამო, რომელიც კატალონიის რეგიონის ესპანეთიდან გამოყოფას განიხილავდა.

ამ გადაწყვეტილებას უკვე ოფიციალურად გამოეხმაურა „ბარსელონა“, რომელმაც განცხადება გაავრცელა და ხელისუფლების ქმედება დაგმო.

„ციხე გამოსავალი არ არის“, - ასე იწყება კლუბის ოფიციალური განცხადება, რომელსაც მთელი გუნდი იზიარებს (და აზიარებს).

 

ამ გადაწყვეტილებას სამარცხვინო უწოდა „ბარსას“ ლეგენდარულმა ნახევარმცველმა ჩავიმ.

მოკლედ, ტემპერატურა ძალიან მაღლა იწევს და 26 ოქტომბერს „ელ კლასიკოა“ გასამართი, რომელიც დიდი ალბათობით ბოლო წლების ყველაზე დაძაბული მატჩი იქნება და მგონი ამის მიზეზს ყველა ხვდება...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები