უელსისა და ხორვატიის მატჩში მოდრიჩმა და ბეილმა ტრავმები მიიღეს
Aa
Aa

უელსისა და ხორვატიის მატჩში მოდრიჩმა და ბეილმა ტრავმები მიიღეს

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა უელსსა და ხორვატიას შორის (1:1), მადრიდის „რეალისთვის“ სავალალოდ დასრულდა.

მატჩის მსვლელობისას ლუკა მოდრიჩმა და გარეთ ბეილმა ტრავმები მიიღეს.

მოდრიჩმა მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა, ხოლო ბეილს მინდორზე დარჩენა მოუწია, რადგან ბრიტანელებს მეტი ცვლილების განხორციელების უფლება იმ მომენტისთვის აღარ ჰქონდათ.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია ფეხბურთელთა დაზიანებები.

როგორც მოგეხსენებათ, 26 ოქტომბერს ზინედინ ზიდანის გუნდი „ბარსელონას“ ესტუმრება და სეზონის პირველ „ელ კლასიკოს“ ჩაატარებს.

ბეილისა და მოდრიჩის გარეშე „ელ კლასიკოში“ „რეალის“ შანსები საგრძნობლად შემცირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები