France Football: გრიზმანი იზოლაციაშია - რატომ ათამაშებენ მას მარცხენა ფლანგზე?
Aa
Aa

France Football: გრიზმანი იზოლაციაშია - რატომ ათამაშებენ მას მარცხენა ფლანგზე?

ანტუან გრიზმანმა „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, თავის სტილში მაღალ დონეზე მხოლოდ 1 მატჩი ჩაატარა. ეს იყო „ბეტისის“ წინააღმდეგ „კამპ ნოუზე“ გამართული შეხვედრა.

გრიზმანის ლაღად თამაშის მიზეზი მისი პოზიცია იყო - ანტუანი ძირითადად მოედნის ცენტრში მოქმედებდა და ხანდახან მარჯვენა ფლანგზეც გვევლინებოდა.

მესისა და ლუის სუარესის დაბრუნების შემდეგ, გრიზმანი დაიკარგა. ერნესტო ვალვერდე მას მარცხენა გარემარბად იყენებს, ეს პოზიცია კი ფრანგისთვის ყველაზე არაკომფორტულია.

გრიზმანის პრობლემას გავლენიანი ფრანგული გამოცემა France Football-ი გამოეხმაურა:

„როდესაც გრიზმანი თამაშის ეპიცენტრშია (მოედნის ცენტრში), ის სულ სხვა ფეხბურთელი ხდება. მარცხენა ფლანგზე თამაშისას მას პრობლემები ექმნება, ის თავს კომფორტულად არ გრძნობს და იზოლაციაშია.

გრიზმანის მარცხენა გარემარბად გამოყენება ჭვიანური გადაწყვეტილება ნამდვილად არ არის“.

რამდენიმე კვირის წინ, ამ თემას შეეხო საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც დიდიე დეშამიც, რომლისთვისაც „ბლაუგრანაში“ გრიზმანის პოზიცია კითხვის ნიშნებს ტოვებს.

ახალ გუნდში გადასვლა მარტივი არასდროსაა. „ატლეტიკოშიმთელი გუნდი გრიზმანზე იყო აწყობილი. „ბარსელონარადიკალურად განსხვავებული სტილის კლუბია და ანტუანს მოედანზე სხვა პოზიციაზე უწევს თამაში. ის ნაკრებშიც განსხვავებულ პოზიციაზე თამაშობს.

ასეთ შემთხვევაში დარწმუნებული ვარ, რომ ის მოედანზე ნაკლებად პროდუქტიული და მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრეატლეტიკოში“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები