Aa
Aa

"იუვენტუსის" გეგმა - "ბიანკონერი" ზამთარში ერიქსენის გადაბირებას შეეცდება

გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Le10sport იტყობინება, რომ ტურინის "იუვენტუსი" ზამთარში კრისტიან ერიქსენის გადაბირებას შეეცდება. "ბებერი ქალბატონი" მიზნის მისაღწევად ადრიენ რაბიოს გამოყენებას აპირებს და მზადაა 24 წლის ნახევარმცველი დანიელი ვარსკლავის ტრანსფერში ჩართოს.

რაბიოს "იუვეში" ძალიან უჭირს. იგი პიანიჩს, მატუიდის, ხედირასა და რემზის სათანადო კონკურენციას ვერ უწევს და ძირითადად სათადარიგოთა სკამზე რჩება. "იუვეს" ხელმძღვანელები შექმნილ სიტუაციას მშვენივრად აანალიზებენ და გეგმავენ ზამთარში "დეზებს" ერიქსენის სანაცვლოდ რაბიო და გარკვეული თანხა შესთავაზონ.

დანიელის "ტოტენჰემიდან" წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. თუმცა ბრიტანული პრესის მიხედვით ფინანსური საკითხებიდან გამომდინარე ერიქსენს გუნდის დატოვება ზაფხულში სურს. თანაც "ბიანკონერის" სერიოზული კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

27 წლის ფეხბურთელის საკუთარ რიგებში ხილვით "რეალი" ინტერესდება და უცხოურ გამოცემებს თუ დავუჯერებთ, ერიქსენისთვის ბრძოლაში შესაძლოა "ბაიერნიც" ჩაერთოს. გავრცელებული ინფორმაციით ჩემპიონთა ლიგაზე "რეკორდმაისტერთან" განცდილი ფიასკოს შემდეგ, ერიქსენის აგენტები "ბაიერნის" ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები