შანხაის მასტერსი დანილ მედვედევის გამარჯვებით დასრულდა!
Aa
Aa
13 ოქტომბერი 2019  |  15:04

შანხაის მასტერსი დანილ მედვედევის გამარჯვებით დასრულდა!

შანხაის მასტერსის გამარჯვებული რუსი დანილ მედვედევი გახდა, რომელმაც ფინალში გერმანელი ალექსანდრ ზვერევი 2 სეტში 6:4, 6:1 დაამარცხა.

მედვედევმა წლევანდელ სეზონში ზედიზედ მეორე მასტერსი მოიგო და ცინცინატის შემდეგ შანხაიც დაისაკუთრა.

რუსმა ჩოგბურთელმა ბრწყინვალედ იასპარეზა და შანხაის მასტერსზე 1 სეტიც კი არ დაუთმია.

საოცარი გათამაშება მედვედევის გამარჯვებით დასრულდა

2019 წელს მედვედევმა 4 ტიტულის მოგება შეძლო. 23 წლის რუსი უდაოდ ჩოგბურთის მომავალია და ამას ნელ-ნელა ყველას უმტკიცებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები