Aa
Aa

რუმენიგე: "ვტიროდი, როცა ანჩელოტი გუნდიდან გავუშვი"

მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ „რეკორდმაისტერის“ ექს-თავკაცის, კარლო ანჩელოტის შესახებ ისაუბრა. ლეგენდარულმა გერმანელმა Gazzetta dello Sport-თან ის მომენტი გაიხსენა, როცა იტალიელი სპეციალისტი დაკავებული პოსტიდან გაათავისუფლა.

„მახსოვს ვტიროდი, როცა ანჩელოტი გუნდიდან გავუშვი. კარლომ ყველაფერი მშვენივრად გაიგო, ჩამეხუტა და მითხრა: არაუშავს. შენ ჩემი უფროსი აღარ ხარ, მაგრამ ჩვენ ხომ მეგობრები ვართ“.

„ანჩელოტი კარგი ადამიანი და შესანიშნავი მთავარი მწვრთნელია. სამწუხაროდ მას მეორე სეზონში ბაიერნს ისეთი შედეგები არ ჰქონდა, როგორიც კლუბის ხელმძღვანელობას სურდა. გაშვების მიზეზი სწორედ ეს გახდა“.

„კარლო ჩემი მეგობარი გახლავთ. ანჩელოტი ურთულეს მომენტებშიც საოცრად მშვიდია და ალბათ მისთვის უფრო მეტი დრო უნდა მიგვეცა“.

იტალიელი სპეციალისტი „რეკორდმაისტერს“ 2016-17 წლებში წვრთნიდა. მან პეპ გუარდიოლა ჩაანაცვლა და ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში „პარი-სენ ჟერმენთან“ განცდილი მარცხის შემდეგ გაათავისუფლეს. მაშინ გერმანულ პრესაში იწერებოდა, რომ ანჩელოტის ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და გუნდი სწორედ ამიტომ დაატოვებინეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები