ბასილაშვილი მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან დამარცხდა
Aa
Aa
10 ოქტომბერი 2019  |  17:07

ბასილაშვილი მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან დამარცხდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის 1/8 ფინალურ ეტაპზე მსოფლიოს მე-5 ჩოგან დომინიკ ტიმს დაუპირისპირდა და 2 სეტში დამარცხდა. 

მატჩის ორივე სეტში უპირატესობას ავსტრიელი ფლობდა, რაც, გარკვეულწილად, ბასილაშვილის უხეში შეცდომების შედეგიც გახლდათ.

პირველ პარტიაში ჩოგბურთელებმა ბრეიკები გაცვალეს, თუმცა შემდეგ ტიმმა ნიკას ჩაწოდება კიდევ ერთხელ აიღო და სეტებში დაწინაურდა. 

ქართველმა მეორე სეტი ძალიან ცუდად დაიწყო და მეტოქეს 2 ბრეიკით ჩამორჩა, რის შემდეგაც ერთი მათგანი დაიბრუნა, თუმცა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლო - 3:6; 4:6.

ბასილაშვილმა გასულ წელს შანხაიში გამოსვლა 1/16 ფინალურ ეტაპზე დაასრულა, შესაბამისად, წლევანდელი 1/8 ფინალით, რეიტინგში 45 ქულა დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები