Aa
Aa

100 გოლი საჯარიმოს გარედან! - მესის მორიგი მიღწევა

ლიონელ მესი 21-ე საუკუნეში, ლა ლიგაში მოასპარეზე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც პრიმერა დივიზიონის ზედიზედ 16 სეზონში გოლის გატანა შეძლო.

არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა „სევილიას“ წინააღმდეგ თავი ჯარიმიდან გამოიჩინა, რითაც კიდევ ერთი საიუბილეო სტატისტიკური მაჩვენებელი დააფიქსირა. „ბარსას“ კაპიტანმა, ყველა ტურნირის გათვალისწინებით, საჯარიმოს გარედან მე-100 გოლი შეაგდო.

რაც შეეხება უშუალოდ საჯარიმო დარტყმიდან გატანილ გოლებს, მესიმ პირდაპირ ჯარიმიდან 43-ედ გაიტანა.

„ბარსელონამ“ „სევილიას“ საკუთარ მოედანზე 4:0 მოუგო და ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 16 ქულა მოაგროვა. კატალონიური გრანდი ჩემპიონატის ლიდერ „რეალს“ 2 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები