ნაომი ოსაკას დომინირება გრძელდება - იაპონელმა პეკინის ტურნირიც მოიგო!
Aa
Aa
6 ოქტომბერი 2019  |  16:25

ნაომი ოსაკას დომინირება გრძელდება - იაპონელმა პეკინის ტურნირიც მოიგო!

ჩინეთში კერძოდ კი პეკინში გამართული ტურნირი ქალთა შორის იაპონელი ნაომი ოსაკას გამარჯვებით დასრულდა.

ოსაკას ტურნირის მოგების შემდეგ, 21 წლის ნაომიმ ფინალურ შეხვედრაში მსოფლიოს პირველი ჩოგანი ეშლი ბარტი 3 სეტში - 3:6, 6:3, 6:2 დაამარცხა და ზედიზედ მეორე ტიტული გაიფორმა.

ნაომი ოსაკამ დღევანდელი ფინალის ჩათვლით უკვე მიჯრით 10 შეხვედრა მოიგო, სეზონში კი უკვე 3 ტიტული აქვს მოგებული. რაც შეეხება კარიერულად, იაპონელი ჩოგბურთელი სულ 5 ტიტულის მფლობელია.

ამ გამარჯვების შემდეგ ოასაკამ 610 სარეიტინგო ქულა მიიღო და მსოფლიო რეიტინგში მე-3 პოზიციამდე აღზევდა.

პირველ ნომრად კვლავ რჩება ეშლი ბარტი, ხოლო მეორე ადგილს კაროლინა პლისკოვა იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები