კლოპი: ''თუ
Aa
Aa

კლოპი: ''თუ "ლივერპული" ასეთ ვიდეოს ატვირთავს, მე გუნდს დავტოვებ"

ჩემპიონთა ლიგის გასულ მატჩში ავსტრიული ''ზალცბურგის'' მთავარი მწვრთნელის, ჯეშ მარშის მიერ მატჩის შესვენებისას ნათქვამ სიტყვებს იურგენ კლოპი გამოეხმაურა.

ამერიკელმა მწვრთნელმა ''ლივერპულთან'' მატჩისას შესვენებაზე თავისი გუნდის ფეხბურთელებს უთხრა, რომ ''ლივერპულის'' მოთამაშეების მიმართ აგრესიულად უნდა ეთამაშათ, განსაკუთრებული სისასტიკე კი ვან დეიკის მიმართ უნდა გამოეჩინათ. ასევე, მარშმა ''ლივერპულის'' მიმართ შეურაცხმყოფელი სიტყვებით ისაუბრა.

პირველ ტაიმში ''ლივერპულმა'' სამი გოლი შეაგდო, თუმცა მარშის ემოციური სიტყვების შემდეგ შესვენების შემდეგ ''ზალცბურგმა'' ანგარიში გაათანაბრა. საბოლოოდ გამარჯვება ინგლისურ კლუბს დარჩა - 4:3.

კლოპი:''თუ ''ლივერპულის'' ტელევიზია ასეთი სახის ვიდეოს ატვირთავს, მე უნდა გადავდგე. ეს სიმართლეა, ამ თემაზე მხოლოდ ამის თქმა შემიძლია.''

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის თავკაცმა ბრაზილიელი მეკარის, ალისონის შესახებ გააკეთა კომენტარი:''ალისონი გუნდთან ერთად ემზადება. შესაძლოა მან პრემიერლიგის შემდეგ ტურში ''ლესტერის'' წინააღმდეგ ითამაშოს. ვნახოთ რა გადაწყვეტილებას მივიღებ.''

კლოპმა ასევე აღნიშნა, რომ მატიპი და შაქირი ტრავმირებულები არიან და ''ლესტერთან'' შეხვედრას გამოტოვებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები