პლატინი პრეზიდენტობაზე ფიქრობს: სასჯელს ვადა ეწურება
Aa
Aa

პლატინი პრეზიდენტობაზე ფიქრობს: სასჯელს ვადა ეწურება

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი მიშელ პლატინი შესაძლოა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს.  ''სამფეროვანთა'' ყოფილ ათიანს ფეხბურთში მუშაობის უფლება არ ჰქონდა, თუმცა შემდეგ სამშაბათს დისკვალიფიკაციას ვადა ეწურება და შესაძლოა პლატინი ფეხბურთს დაუბრუნდეს.

64 წლის ფრანგი L'équipe-ს ესაუბრა. პლატინი აღნიშნავს, რომ ფეხბურთში დაბრუნების სურვილი აქვს, თუმცა ამ თემაზე კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიუღია.

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 2020 წლის მიწურულს გაიმართება. ამასთან დაკაშირებით პლატინი აღნიშნავს:''ზოგადად ფეხბურთში მუშაობის სურვილი მაქვს. შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა მივიღო. ბევრი მირჩევს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღო, თუმცა სხვების აზრით უეფას პრეზიდენტობის შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელობას აზრი არ აქვს, კარიერული თვალსაზრისით დაღმასვლაა. ამ თემაზე გადაწყვეტილება მიღებული არ მაქვს.''

შეგახსენებთ, უეფას პრეზიდენტი მიშელ პლატინი 2015 წლის ბოლოს ფეხბურთს რვა წლით ჩამოაშორეს. ამის მიზეზი, 2011 წელს, ფიფას ყოფილი პრეზიდენტის, ზეპ ბლატერის მიერ, ფიფადამ პლატინის ანგარიშზე განხორციელებული გადარიცხვა გახდა. თანხა 1,7 მლნ ევროს შეადგენდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით პლატინი ფეხბურთიდან 4 წლით ჩამოაშორეს. სასჯელს ვადა შემდეგ კვირაში ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები