TNT Sports: ვალვერდეს შეცვლის მთავარი კანდიდატი გალიარდოა
Aa
Aa

TNT Sports: ვალვერდეს შეცვლის მთავარი კანდიდატი გალიარდოა

ფრანგული ''მონაკოსა'' და პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა, ''რივერ პლეიტის'' ამჟამინდელმა მთავარმა მწვრთნელმა მარსელო გალიარდომ შესაძლოა კარიერა კატალონიის ''ბარსელონაში'' გააგრძელოს. ინფორმაციას TNT Sports LA არგენტინელ ჟურნალისტ ფერნანდო კრუზზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ცნობით გალიარდო ერნესტო ვალვერდეს შეცვლის მთავარი კანდიდატია. კატალონიური კლუბის წარმომადგენელი არგენტინელ მწვრთნელს შეხვდა და შესაძლო თანამშრომლობაზე საუბარი შედგა.

ესპანური კლუბის ხელმძღვანელები გალიარდოსთან ხელშეკრულებას იმ შემთხვევაში გააფორმებენ თუ ერნესტო ვალვერდეს ფორმაციის ''ბარსელონა'' უახლოეს პერიოდში თამაშის ხარისხს ვერ გააუმჯობესებს და კრიზისული ვითარებიდან გამოსვლას ვერ შეძლებს.

2014 წლიდან მოყოლებული მარსელო გალიარდო ''რივერ პლეიტს'' წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით ''რივერ პლეიტმა'' კოპა ლიბერტადორესი ორჯერ მოიგო, პირველად 2015 წელს და მეორედ გასულ წელს. 

2018 წელს გალიარდო სამხრეთამერიკის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

არგენტინის ეროვნული ნაკრების ყოფილ შემტევს არგენტინისა და ურუგვაის ჩემპიონატების გარდა მხოლოდ საფრანგეთის ლიგა 1-ში უთამაშია. 2000 წელს ''მონაკოში'' ყოფნისას საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები