ნავასისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია
Aa
Aa

ნავასისთვის მიმდინარე სეზონი დასრულებულია

მადრიდის "რეალის" მეკარე კეილორ ნავასი, "კოპა ამერიკის" ტურნირზე საკუთარ ნაკრებს ტრავმის გამო ვერ დახმარება. ამის შესახებ ინფორმაცია კოსტა-რიკის მთავარმა მწვრთნელმა, ოსკარ რამირესმა გაავრცელა.

"ნავასს მარცხენა ფეხზე ტრავმა ჯერ კიდევ ბრაზილიის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოყოლებული აწუხებს. სამწუხაროდ "ატლეტიკოსთან" მატჩში მას აღნიშნული დაზიანება გაუმიზეზდა და ახლა "კოპა ამერიკის" გამოტოვება მოუწევს. მიუხედავად მისი დიდი თხოვნისა და სურვილისა, აღნიშნულ ტურნირზე ჩვენ მას ვერ დავეყრდნობით" - განაცხადა ოსკარ რამირესმა.

მსგავსი სიახლეები