Aa
Aa

ემერი: "იოზილი "არსენალის" შემადგენლობაში ყოფნას არ იმსახურებს"

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი, კლუბის ლიდერ მესუთ იოზილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ გერმანელს გუშინდელი მატჩისთვის „მეთოფეთა“ განაცხადში მოხვედრა არ დაუმსახურებია.

ემერის გუნდმა ევროპა ლიგის მე-2 ტურის ეგიდით ლიეჟის „სტანდარდს“ უმასპინძლა და 4:0 გაანადგურა, იოზილი კი, როგორც მიმდინარე სეზონში უმრავლეს შემთხვევაში ხდება, ბრიტანელთა 18-კაციან სიაშიც ვერ მოხვდა.

„ნებისმიერი მატჩის წინ გადაწყვეტილებას იმის მიხედვით ვიღებ, თუ რომელი ფეხბურთელია იმ მომენტში უკეთესი და რომელს შეუძლია გუნდისთვის უფრო მეტი სარგებელის მოტანა.

როცა „სტანდარდთან“ შეხვედრისთვის შემადგენლობაზე ვფიქრობდი, ჩავთვალე, რომ განაცხადში ყოფნა იოზილზე მეტად სხვა ფეხბურთელებმა დაიმსახურეს. კვირას კიდევ ერთი მატჩი გვაქვს და მგონია, რომ იქაც ანალოგიურ შემთხვევასთან გვექნება საქმე. „ბორნმუთთან“ გამარჯვების მოპოვება გვსურს, რისთვისაც საუკეთესო თერთმეტეულის არჩევა დაგვჭირდება”.

მესუთ იოზილი პრემიერ ლიგის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია და წლიურად 18 მილიონ ევროს გამოიმუშავებს. ამის მიუხედავად, „არსენალი“ მას სათანადოდ ნამდვილად ვერ იყენებს, გერმანელმა მიმდინარე სეზონში მოედანზე მხოლოდ 142 წუთი გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები