პეკინის ტურნირი მოქმედი ჩემპიონის გარეშე! - ბასილაშვილი ციციპასთან დამარცხდა
Aa
Aa

პეკინის ტურნირი მოქმედი ჩემპიონის გარეშე! - ბასილაშვილი ციციპასთან დამარცხდა

პეკინის 500-იანი საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, წლევანდელ გათამაშებას მე-2 წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ბერძენ სტეფანოს ციციპასთან 3 სეტში დამარცხდა.

ბასილაშვილი თამაშში კარგად შევიდა და ადრეული ბრეიკის წყალობით, პირველი პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა. თუმცა, ამის შემდეგ უპირატესობას ციციპასი დაეუფლა და დარჩენილი ორივე სეტი დამაჯერებლად მოიგო - 4:6; 6:3; 6:2.

შედეგად, ბასილაშვილმა ATP-ს რეიტინგში 455 ქულა დაკარგა, რის გამოც მსოფლიო კლასიფიკაციის 26-ე ადგილამდე დაეშვა. 

ციციპასი ტურნირის შემდეგ რაუნდში ამერიკელ ჯონ ისნერს შეხვდება, რომელმაც ბრიტანელ დანიელ ევანსს 2-სეტიან, თუმცა რთულ ბრძოლაში - 7:6; 7:5 მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები