Aa
Aa

"ლივერპულის" 34-წლიანი რეკორდი! - კლოპის გუნდს ვერ აჩერებენ

იურგენ კლოპის „ლივერპულმა“ „ენფილდზე“ მოგებული მატჩების კუთხით 34-წლიანი რეკორდი დაამყარა.

„წითლებმა“ ყველა ტურნირის გათვალისწინებით საკუთარ არენაზე ზედიზედ მე-12 შეხვედრა მოიგეს, რაც 1985 წლის შემდეგ გუნდისთვის უგრძესი გამარჯვებათა სერიაა. მერსისაიდელებმა მაშინ თავიანთი გულშემატკივრის თვალწინ მიჯრით 18 თამაში მოიგეს.

„ენფილდი“ გუშინდელი მატჩის შემდეგ კიდევ ერთი სტატისტიკური ასპექტით გამოირჩა - ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონიდან მოყოლებული ამ სტადიონზე გამართულ შეხვედრებში ყველაზე მეტი - 47 გოლია გასული.

სადიო მანე „ლივერპულის“ მე-3 ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით 15 ან მეტი გოლის გატანა შეძლო. სტივენ ჯერარდის აქტივში 21 შედეგიანი დარტყმაა, მო სალაჰმა კი გუშინდელი მატჩის შემდეგ 17 ბურთი მოაგროვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ზალცბურგი“ მხოლოდ მე-4 გუნდი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ეგიდით „ლივერს“ მისსავე მოედანზე 3 გოლი გაუტანა. აქამდე იგივეს გაკეთება „ბარსელონამ“, „რეალმა“ და „ჩელსიმ“ შეძლეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები