Aa
Aa

მარსელომ ვარჯიში განაახლა

მადრიდის „რეალის“ ბრაზიელი ვარსკვლავი, მარსელო, ტრავმის შემდეგ საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა და გუშინ თანაგუნდელებთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა.

გამოცემა AS-ის ცნობით, 31 წლის განაპირა მცველი, დიდი ალბათობით, შაბათს გასამართ მადრიდულ დერბიში თამაშს შეძლებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კიდევ ერთი მარცხენა მცველის, ფერლან მენდის, თამაში აქედანვე გამორიცხულია.

„ოსასუნასთან“ ოთხშაბათს გამართული მატჩისას მარცხენა მცველის პოზიციაზე ნაჩო ვიხილეთ, რომელიც უნივერსალია, თუმცა ყველაზე ნაკლებად სწორედ დაცვის მარცხენა ფლანგზე თამაში გამოსდის.

მარსელომ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში 3 შეხვედრა ჩაატარა, თუმცა ტრავმის გამო ლა ლიგის ბოლო 2 ტურის გამოტოვება მოუწია.

მენდის გარდა, „სამეფო კლუბს“ მარკო ასენსიო არ ეყოლება, საეჭვოა მოდრიჩისა და ისკოს მოედანზე გასვლაც.

თავის მხრივ, „ატლეტიკოს“ დერბიში ალვარო მორატა დააკლდება, რომელმაც „მალიორკასთან“ წითელი ბარათი მიიღო.

„ატლეტიკოსა“ და „რეალის“ შეხვედრა შაბათს, თბილისის დროით 23:00 საათზე, „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ გაიმართება. გუნდები ლა ლიგის პირველ-მესამე ადგილზე არიან და მათ შორის სხვაობა მხოლოდ 1 ქულაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები