Aa
Aa

დე ხეა სულშერს თანადგომას უცხადებს: "ჩვენ მისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“ გოლკიპერმა, დავიდ დე ხეამ გუნდის მთავარ მწვრთნელს, ოლ ეგუნარ სულშერს მხარდაჭერა გამოუცხადა. ნორვეგიელი სპეციალისტის კოლექტივს რთული პერიოდი უდგას. „წითელ ეშმაკებს“ ავანსების გამართლება უჭირთ და კარგ შთაბეჭდილებას არ ტოვებენ, თუმცა 28 წლის მეკარეს მიაჩნია, რომ „ოლდ ტრაფორდის“ ბინადრებმა თავიანთი ყოფილი თავდამსხმელის რწმენა არ უნდა დაკარგონ.

„სულშერი მანჩესტერის ოჯახის ნაწილია. იგი აქ დიდი ხნის განმავლობაში თამაშობდა, კლუბს კარგად იცნობს და რაც მთავარია იცის, რომ მას მხარს მთელი გუნდი უჭერს. ჩვენ მისთვის სისხლის ბოლო წვეთამდე ვიბრძოლებთ“.

„სულშერი მაღალი დონის სპეციალისტია და ჩვენ ბოლომდე მის გვერდით ვიდგებით“.

დე ხეამ „წითელი ეშმაკების“ შესახებაც ისაუბრა და განაცხადა: „მანჩესტერი განსაკუთრებული კლუბია. ამაყი ვარ და ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა იუნაიტედის ღირსებას რომ ვიცავ“.

„მანჩესტერი განსაკუთრებული კლუბია, რომელსაც საოცარი გულშემატკივრები ჰყავს. აქ ბედნიერი ვარ და იმედი მაქვს მომავალში დიდ წარმატებას მივაღწევთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები