საინტერესო შეთანხმება - მიმდინარე სეზონში
Aa
Aa

საინტერესო შეთანხმება - მიმდინარე სეზონში "ბარსა" ფატიზე დიდ იმედებს ამყარებს

„ბარსელონას“ 16 წლის ტალანტმა ანსუ ფატიმ საფეხბურთო სამყაროზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

თინეიჯერი შემტევი „ბარსას“ პირველ გუნდს ნელ-ნელა გაუშინაურდა და თავისი ეფექტური სათამაშო სტილით გუნდის შემტევ პოტენციალზე უკვე გარკვეულ გავლენასაც ახდენს.

მალე სტარტს 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი აიღებს, ხოლო ფატი რომელმაც ცოტა ხნის წინ ესპანეთის მოქალაქეობა მიიღო, ნაკრებთან ერთად გამგზავრება უწევს.

„ბლაუგრანას“ ფატის დაკარგვა არ სურს. ერნესტო ვალვერდემ და სამწვრთნელო შტაბმა მიმდინარე სეზონში 16 წლის შემტევს გუნდში თავისი როლი მისცეს და მათ ფეხბურთელის დატოვება სურთ.

კლუბიც და თავად ფატიც დარჩენის მომხრეა, რაც ავტომატურად 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებას ნიშნავს.

შეთანხმება და სამომავლო გეგმები კარგია, მაგრამ არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც თუ ნაკრებიდან ფატის მიწვევა მიუვა, მას უარის თქმის უფლება არ აქვს. ასევე არც კლუბს. ასეთ შემთხვევაში სანქციები გარანტირებულია, თუმცა ვნახოთ

როგორც ჩანს, ვალვერდე ფატის წლევანდელ სეზონში მნიშვნელოვან მატჩებშიც ხშირად გამოიყენებს. თუ, გავითვალისწინებთ იმას, რომ ლუის სუარესი საშინელ ფორმაშია, ანტუან გრიზმანი მარცხენა ფლანგზე იტანჯება, ხოლო უსმან დემბელე ყოველ 2-3 თვეში ტრავმას იღებს, რთული მისახვედრი არ არის, რომ სამწვრთნელო შტაბს ანსუმანეს (ფატის სრული სახელი) პირველ გუნდში ხილვა სურს.

P.S. „ვილიარეალთან“ ბოლო ტურში, როდესაც მესიმ ტრავმის გამო შესვენებაზე მოედანი დატოვა, მეორე ნახევარში დემბელე-სუარესი-გრიზმანის ტრიომ მომენტიც ვერ შექმნა. 78-ე წუთამდე, სანამ მოედანზე ფატი არ გამოჩნდა „ბარსამ“ მწვავე შეტევის განხორციელება ვერ მოახერხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები