Aa
Aa

Daily Mail: თუ დაინიშნება, ჩავის "ბარსაში" სტერლინგის მიყვანა სურს!..

Daily Mail-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში, თუ ჩავი „ბარსელონას“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნება, მისი სატრანსფერო პრიორიტეტი რაჰიმ სტერლინგის „ნოუ კამპზე“ გადაყვანა იქნება.

ლეგენდარულმა ესპანელმა რამდენიმე დღის წინ სტერლიგნი შეაქო და აღნიშნა, რომ მას შეუძლია, მესის წასვლის შემდეგ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

ბრიტანული გამოცემის თქმით, „სიტი“ თავის ერთ-ერთ ლიდერს 185 მილიონ ევროზე ნაკლებად არ შეელევა, თანაც ფეხბურთელის სამსახურით მადრიდის „რეალიც“ ინტერესდება.

„სამეფო კლუბმა“ ზაფხულში სტერლინგის წარმომადგენლები მადრიდში მოსალაპარაკებლად მიიწვია, თუმცა შეხვედრა არ შემდგარა.

რაც შეეხება ჩავის „ბარსაში“ შესაძლო დანიშვნას, ამის შესახებ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რადგან ერნესტო ვალვერდეს მუშაობით, კლუბის გულშემატკივრებთან ერთად, ხელმძღვანელობაც უკმაყოფილოა.

39 წლის ესპანელი ამჟამად ყატარული „ალ სადის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობას იკავებს და იყო საუბრები, რომ 2022 წლის მუნდიალისთვის ყატარის ეროვნული ნაკრების ჩაბარებაზეც ფიქრობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები