მესის ტრავმის სიმძიმე დაზუსტდა - როდის დაუბრუნდება ლეო მოედანს
Aa
Aa

მესის ტრავმის სიმძიმე დაზუსტდა - როდის დაუბრუნდება ლეო მოედანს

ლა ლიგის გასულ ტურში „ბარსამ“ „ვილიარეალს“ „კამპ ნოუზე“ 2:1 სძლია, თუმცა ვალვერდეს გუნდს 3 ქულა ძვირად დაუჯდა.

პირველ ტაიმში მესიმ კუნთი დაიზიანა და მართალია ის მოედანზე მალევე დაბრუნდა, მაგრამ შესვენებაზე მის ნაცვლად მოედანზე უსმან დემბელე გამოჩნდა.

როგორც დღეს გაირკვა, მესის მარცხენა ბარძაყის შიდა კუნთი აქვს დაზიანებული.

რაც შეეხება მკურნალობის ვადებს, ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გავრცელებულა, თუმცა როგორც ესპანური პრესა წერს საუბარია 1 კვირაზე, მაქსიმუმ 10 დღეზე.

ამრიგად, ლეო აუცილებლად გამოტოვებს მომდევნო ტურის მატჩს მადრიდში „ხეტაფეს“ (28 სექტემბერი) წინააღმდეგ, ამის შემდეგ კი მას „ინტერთან“ (2 ოქტომბერი) ჩემპიონთა ლიგაზე უნდა ველოდოთ, თუმცა არის არც ისე მცირე შანსი, რომ არგენტინელი ვერც მილანელების წინააღმდეგ ითამაშებს.

ყველაზე ცუდ შემთხვევაში ლეოს 6 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“ „სევილიას“ წინააღმდეგ ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები