Aa
Aa

აბიდალი "ლეჩე"-"ნაპოლის" მატჩს დაესწრო - ვის აკვირდება "ბარსა"?

„ლეჩესა“ და „ნაპოლის“ შორის გამართულ გუშინდელ შეხვედრას „ბარსელონას“ დირექტორი, ერიკ აბიდალი დაესწრო. ეს ფაქტი ესპანურმა პრესამ მალევე აიტაცა და გამოითქვა ვარაუდები, თუ რატომ იმყოფებოდა „ბლაუგრანას“ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იტალიის სამხრეთში.

კატალონიური Sport-ი გადაჭრით ამბობს, რომ ფრანგი ფაბიან რუისის თამაშს აკვირდებოდა, რომლის ტრანსფერზე ზაფხულში მადრიდის „რეალიც“ აქტიურად მუშაობდა. ესპანელმა ნახევარმცველმა „ლეჩეს“ გოლიც გაუტანა, მისმა გუნდმა კი 4:1 იმარჯვა.

მატჩის შემდეგ ნეაპოლელთა თავკაც კარლო ანჩელოტის აბიდალისა და რუისის შესახებ დაეკითხნენ, რაზეც მან უპასუხა, რომ ფრანგს მიესალმა, რუისი კი „პარტენოპეის“ რიგებში თავს ბედნიერად გრძნობს და მისი წასვლა არ განიხილება.

მადრიდული Marca კი ამტკიცებს, რომ რუისის გარდა, შესაძლოა, აბიდალის დაკვირვების ობიექტი კალიდუ კულიბალი ყოფილიყო, რომელსაც „ბარსა“ ადრეც ეპატიჟებოდა.

ფაქტია, რომ „ბლაუგრანა“ ერთ-ერთი ნეაპოლელი მოთამაშით სერიოზულადაა დაინტერესებული და უახლოეს პერიოდში ამ სკითხზე ახალ ცნობებს უნდა ველოდოთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები